Tuesday, January 22, 2013

სერფინგი


 წყლის სპორტის სახეობა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფიცრით(სერფბორდით) ზღვისოკეანის ზვირთებზე სრიალს, გართობის ან შეჯიბრის მიზნით. სერფინგით დაკავებულს სერფერი ეწოდება. პირველი სერფერები იყვნენ ჰავაელები,ხოლო პირველი სერფბორდები 70 კგ-მდე იწონიდნენ. სპორტის ეს სახეობა პოპულარულიაამერიკის შეერთებულ შტატებშიავსტრალიაშიბრაზილიაში და ზოგ სხვა ქვეყანაში.

ფაუნა



რამდენიმე სიტყვას გეტყვის მედუზების შესახებ...მედუზები, ზღვის ნაწლავღრუიანთა,თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი თაობა. წარმოიქმნებიან უსქესო თაობის ინდივიდების - პოლიპების დაკვირტვით. დამახასიათებელია სციფოიდური პოლიპებისათვის (ჰიდრისა და ზოგი ლეპტოლიდის გარდა). ზოგ ნაწლავღრუიანს, თაობათა მორიგეობა არ ახასიათებს და მედუზები კვერცხიდან ვითარდებიან. სასქესო უჯრედები წყალში იყრება, აქვე ხდება მათი განაყოფიერება და განვითარება (სციფომედუზებსა და ზოგ ჰიდრომედუზას ახასიათებს შინაგანი განვითარება).ალბათ არ გექნებათ ბევრი ინფორმაცია ”ზღვის ვარსკვლავების” შესახებ..ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea), უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მათი ხუთ-, ზოგჯერ მრავალსხივიანი (50-მდე), კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-იდან 1 მ აღწევს. ფსკერის ცხოველებია, დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. კლასში 1500-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ზღვის ვარსკვლავები იკვებება სარეწაო მოლუსკებით (ხამანცკები,მიტილუსები), აგრეთვე რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს.ზვიგენები :  ზვიგენები, ხრტილიანი  თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და ღქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული..

ფლორა



წყალმცენარეები საციცოცხლო პირობების მიხედვით გაერთიანებული ეკოლოგიური ჯგუფია. სისტემატიკური თვალსაზრისით ის მრავალ დამოუკიდებელ ტიპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით და ზოგ შემთხვევაში უჯრედის ორგანიზაციით განსხვავდებიან. წყალმცენარეებს ახასიათებთ ქლოროფილის არსებობა, რასაც მოკლებულნი არიან სხვა უმდაბლესი მცენარეები, კერძოდ, ბაქტერიები და სოკოები. ბევრ წყალმცენარეში მწვანე ფერი შენიღბულია სხვა პიგმენტებით.

მსოფლიო ოკეანეები



ეს გლობალური ერთმანეთთან დაკავშირებული მლაშე წყალი, რომელსაც ასევე მსოფლიო ოკეანეს უწოდებენ, იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად:წყნარი ოკეანეატლანტიკის ოკეანეინდოეთის ოკეანეჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე და სამხრეთის ოკეანეოკეანის მცირე რეგიონები იწოდება ზღვებად, ყურეებად, სრუტეებად და სხვა.

ოკეანე


ოკეანე — დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%. ოკეანის ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე დედამიწის ქერქიცა და მანტიაც. ოკეანის ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან. ოკეანის სხვადასხვა ნაწილის რეჟიმი დაკავშირებულია ასტრონომიულ ფაქტორებთან და განედურ ზონალურობას ექვემდებარება. ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებურებები (ქარები) განაპირობებს მუდმივი და პერიოდული ოკეანური დინებების სისტემას, იწვევს ღელვას; მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები — მოქცევას. ოკეანის წყალი მზისგან მიღებული სითბოს უზარმაზარი რეზერვუარია. დინებების მეშვეობით ამ სითბოს გადანაწილება მნიშვნელოვნად განაპირობებს ხმელეთის დიდი სივრცეების ჰავას.ოკეანის საზღვრები და მოხაზულობა ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედამიწის ქერქის გეოლოგიური აგებულებისა და განვითარების ისტორიის შესაბამისად.დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ როლს თამაშობს კაცობრიობისათვის როგორც სატრანსპორტო გზა, საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის, ქიმიური და მინერალური რესურსების წყარო.